პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი: „ეს არის უკან მობრუნების ახალი წლის დასაწყისი! ჩვენ გავაცრუებთ კრემლის იმედებს და განვაგრძობთ კიდევაც ცეკვას!“

politika2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ შაბათს საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა გაიმართა, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ პარტიის ძველი და ახალი სახეები, პრეზიდენტობის კანდიდატი დავით ბაქრაძე და მიხეილ სააკაშვილი. თავის გამოსვლაში საქართველოს პრეზიდენტმა სპორტის სასახლეში შეკრებილ მხარდამჭერებსა და თანაგუნდელებს ერთი საიდუმლო გაუზიარა. 

იმ, ბევრისთვის ტრაგიკულ საღამოს, როდესაც ყველას უკითხავად გამოვაცხადე არჩევნების შედეგები, ვიყავი ძალიან მძიმე და ამავდროულად ოპტიმისტურ ხასიათზე. იმიტომ, რომ ჩემს თავს ვუთხარი, ეს არ არის დასარული, ეს არის უკან მობრუნების ახალი წლის დასაწყისი! როგორც ღამეს მოსდევს დღე, ასევე ამ ნგრევის მცდელობას მოჰყვება ის, რომ საქართველო ჩვენს გზას დაუბრუნდება. ეს ნიშნავს, რომ ამიერიდან საქართველოს პოლიტიკა რეალური პოლიტიკური ძალების გარშემო ჩამოყალიბდება!“, - განაცხადა სააკაშვილმა. 
პრეზიდენტმა პარტიის აქტივისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი დროშა წარუდგინა. ახალ დროშაზე თეთრ ფონზე წითელი ჯვარი და 4 გულია გამოსახული. სააკაშვილმა მას სიყვარულის დროშა უწოდა. 
დროშა ნიშნავს, რომ ეს არის ჩვენი ქრისტიანული ფასეულობების გარშემო გაერთიანებული 4 სიყვარული. კერძოდ, ოჯახის, ჩვენი ახლობლების, თანამოქალაქეებისა და სამშობლოს სიყვარული!“, - განაცხადა სააკაშვილმა.

„ჩვენ საპროგრამო მიზნებში უნდა ჩავწეროთ, რომ კავკასიაში არ შეიძლება გვყავდეს მტრები - მხოლოდ პარტნიორები. მათი სურვილია, გვძულდეს ერთმანეთი, მათ ჩვენი გადამტერება სურთ, მაგრამ ჩვენ ძმებად დავრჩებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა და აღნიშნა, რომ რუსეთს სურს, საქართველო იყოს ეგზოტიკური, ფოლკლორული მოცეკვავეებისა და შურისმაძიებელთა ერი, „მაგრამ ჩვენ გავაცრუებთ კრემლის იმედებს და ვფიქრობთ, განვაგრძობთ კიდევაც ცეკვას - კარგად გამოგვდის! ჩვენ გავხდებით ცივილიზებული დებატების ერი, გონებაგახსნილი და გამარჯვებული, რომელსაც ღირსებით ეპყრობიან, სადაც ორივე მხარე პატრიოტია!", -განაცხადა სააკაშვილმა.