უცხოეთი
ვაშინგტონში კონგრესთან ცეცხლი გახსნეს

1kongressსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ვაშინგტონის ცენტრში, კაპიტოლიუმის შენობასთან, სადაც აშშ-ის კონგრესის სხდომები იმართება, სროლა ატყდა. წინასწარი მონაცემებით, დაიჭრა ერთი პოლიციელი. ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტედ პრესი“ იუწყება.

თავდაპირველად კაპიტოლიუმის რაიონში უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა. მოქალაქეებს რეკომენდაცია მიეცა, თავი უსაფრთხო ადგილებისთვის შეეფარებინათ. გააძლიერეს თეთრი სახლის დაცვაც. ცოტა მოგვიანებით კი კონგრესმენმა ჯერი კონოლიმ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეჭვმიტანილი კაპიტოლიუმის დაცვამ დაკავა.

ერთ-ერთი თვითმხილველის თქმით, მან დაინახა, როგორ მიქროდა შავი „ლექსუსი“ კონგრესისკენ, მას კი სამი თუ ოთხი პოლიციის ავტომანქანა მისდევდა. ტელეარხმა NBC კი გადმოსცა, რომ „ლექსუსის“ საჭესთან მჯდომი ქალი თავდაპირველად თეთრი სახლის ჭიშკრის შენგრევას ლამობდა, რის შემდეგაც მიმალვას შეეცადა.