უცხოეთი
ობამა კვლავ გამოტოვებს სამიტს და პუტინს არ შეხვდება

1-bama-propustitსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. ბარაქ ობამამ გადადო აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე გამგზავრება ინდონეზიაში იმ საბიუჯეტო კრიზისის გამო, რომელმაც მთავრობის „დახურვა“ გამოიწვია, - ამის შესახებ The New York Times თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენლის ჯეი კარნის სიტყვებზე დაყრდნობით იტყობინება.

„ვიზიტის გაუქმება სენატის მიერ ბიუჯეტისთვის ხმის მიცემის უარის კიდევ ერთი შედეგია. მთავრობის დახურვა, რისი თავიდან არიდებაც სავსებით შესაძლებელი იყო, ხელს გვიშლის სამუშაო ადგილების შექმნაში ამერიკული ექსპორტისა და ინტერესების განვითარების მეშვეობით მსოფლიოს უდიდეს განვითარებად რეგიონში“, - ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

კარნიმ ასევე განაცხადა, რომ პრეზიდენტი მუშაობას განაგრძობს აზია-წყნარი ოკეანის ეკკონომიკური თანამშრომლობის პარტნიორებთან და რეგიონის ქვეყნებს მოგვიანებით ეწვევა.

ვიზიტის გაუქმება ნიშნავს იმასაც, რომ სამიტზე აშშ-ისა და რფ-ის პრეზიდენტების შეხვედრა არ შედგება.