აქტუალური
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 50% მიიჩნევს, რომ მთავრობამ ვერ გაამართლა მათი მოლოდინები, ხოლო 38% მიიჩნევს, რომ პირიქით, გადააჭარბა ან გაამართლა მისი მოლოდინი.
კითხვაზე: ემხრობით თუ არ ემხრობით ბოლო კვირების და თვეების განმავლობაში პრემიერ-მინისტრ ივანიშვილის მიერ განხორციელებულ საქმიანობას? (კამპანიის დანაპირებების შესრულებასთან მიმართებით) - გამოკითხულთა 60% პასუხობს, რომ არ ემხრობა, 33% კი დანაპირებების შესრულებით კმაყოფილია.
კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 45% მიიჩნევს, რომ ქვეყანა - სწორი მიმართულებით, 36% კი ფიქრობს, რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება.