აქტუალური
Greenberg, Quinlan, Rosner Research: მარგველაშვილი 43%, ბაქრაძე - 22%

1archevnebiსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს.

კვლევის თანახმად, კითხვაზე, დღეს რომ საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდეს, დასახელებულთაგან რომელ კანდიდატს მისცემდით ხმას, 43% გიორგი მარგველაშვილს ასახელებს, 22% - დავით ბაქრაძეს, 8% - ნინო ბურჯანაძეს, 5% - შალვა ნათელაშვილს, 1-1% კი მხარდაჭერას გიორგი თარგამაძესა და კობა დავითაშვილს უცხადებს. გამოკითხულთა 17%-ს კი გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.