საზოგადოება
Greenberg, Quinlan, Rosner Research: ევროკავშირსა და ნატოში გაწევრებას 80% ემხრობა

1natoსაქართველო, 4 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაკვეთით ამერიკულმა კვლევითმა კომპანიამ „გრინბერგ, ქუინლან, როზნერ რისერჩმა“ (Greenberg, Quinlan, Rosner Research) ჩაატარა საზოგადოებრივი აზრის კვლევა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, ინტერვიუები ჩატარდა 2013 წლის 15-21 სექტემბერს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მოიცავდა 1,204 პირისპირ ინტერვიუს. კვლევის ცდომილების ხარისხი შეადგენს +/-2-3 პროცენტს.

კითხვაზე: სრულიად, მეტ-ნაკლებად ემხრობით, მეტ-ნაკლებად არ ემხრობით თუ სრულიად არ ემხრობით საქართველოს გაწევრებას ევროკავშირსა და ნატოში, გამოკითხულთა 80 %-მა უპასუხა, რომ ევროკავშირში გაწევრებას ემხრობა. აქედან 59 % მიუგო, რომ - სრულებით,  21%-მა კი მეტ-ნაკლებად. 79 პროცენტმა უპასუხა, რომ ემხრობა საქართველოს გაწევრებას ნატოში, აქედან სრულიად მომხრე 55%, მეტ-ნაკლებად მომხრე კი 24% აღმოჩნდა.