სამართალი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა
1samart-3-tavdacvaსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. სლოვენიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ეუთოს გენერალურმა მდივანმა მიიღო. ლამბერტო ძანიერთან შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა საქართველოში ეუთოს მისიის აღდგენის საკითხი განიხილა. როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, „ეს მისია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის გათვალისწინებით უნდა აღდგეს. აქედან გამომდინარე, მომავალში იგეგმება შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრთანაც. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევა - საქართველო უფრო უსაფრთხო გავხადოთ  და საერთაშორისო ორგანიზაციამ, როგორიც ეუთოა, აღადგინოს თავისი წარმომადგენლობა საქართველოში, ქვეყნის უსაფრთხოებისათვის  მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.