სამართალი
თავდაცვის მინისტრის შეხვედრა ეველინ ფარკასთან

1samart-1-farkaსაქართველო, 4 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს ეველინ ფარკასს შეხვდა. შეხვედრა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში გაიმართა.

მხარეებმა საქართველო-აშშ-ის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო პერსპექტივებზე გაამახვილეს ყურადღება. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე,   საქართველოს ISAF-ის საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა. „განვიხილეთ ვაშინგტონში ბოლო შეხვედრის შედეგები და დავსახეთ უახლოესი მომავლის ამოცანები. პირველ რიგში, ეს ეხება საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ჩვენს  მონაწილეობას ნატოში და ამერიკელებთან ერთად ავღანეთის მისიაში თანამონაწილეობას“ - აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.

ირაკლი ალასანიამ და ეველინ ფარკასმა საქართველოსა და აშშ-ის თავდაცვის უწყებებს შორის დეკემბერში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრის დეტალებიც განიხილეს.