უცხოეთი
„სანკტ-პეტერბურგში „ოციანის“ სამიტზე ძალიან დინამიკური და სასარგებლო კონტაქტი შედგა. სავსებით ლოგიკურია, სირიის სიუჟეტზე მუშაობის გათვალისწინებით, ბალიზე შეხვედრაც. ჩვენ ამის მომხრე ვართ. ასეთი შეხვედრის საორგანიზაციო პარამეტრებზე მხარეები თანხმდებიან და ვფიქრობთ, რომ ეს შეხვედრა შედგება“, - განაცხადა უშაკოვმა.
მისივე თქმით, შეხვედრის იდეა აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტისთვის მომზადებისას წარმოიშვა. „ჩვენი ინიციატივა მაშინვე აიტაცა ამერიკის მხარემ“, - აღნიშნა უშაკოვმა.
ამ ორმხრივი შეხვედრის გამართვის შემთხვევაში ეს იქნება რფ-ისა და აშშ-ის პრეზიდენტების პირველი ოფიციალური მოლაპარაკება მას შემდეგ რაც აგვისტოში ბარაქ ობამამ უარი განაცხადა მოსკოვში რუსეთ-აშშ-ის სამიტზე ჩასვლაზე სირიის საკითხში უთანხმოებისა და ცსს-ს ყოფილ აგენტ ედვარდ სნოუდენთან დაკავშირებული ისტორიის გამო.