უცხოეთი
უწინ ლიტვა იტყობინებოდა რუსეთის მიერ სასაზღვრო-საბაჟო კონტროლის გამკაცრებაზე ლიტვურნომრიანი მსუბუქი და საბარგო ავტომანქანებისათვის. ოთხშაბათს კი ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა, რომ ლიტვას თეორიულად შეუძლია კალინინგრადის ოლქში საავტომობილო და სარკინიგზო გზების დაბლოკვა რუსეთის ქმედებების საპასუხოდ, თუმცა, ამ მეთოდებით არ ხელმძღვანელობს.
„აბსურდია. შედეგები უარყოფითი იქნებოდა ყველასთვის, კალინინგრადის ოლქისა და ლიტვისთვისაც. არა მგონია, სერიოზულმა პოლიტიკოსებმა ეს გააკეთონ. თეორიულად ლაპარაკი ბევრ რამეზე შეიძლება, მაგრამ რეალურად ამაზე არავინ წავა“, - განაცხადა კუძისმა.