საზოგადოება
შს სამინისტროში განმარტავენ, რომ აქ არსებული ნიადაგის მდგომარეობის გამო ბოძების დამონტაჟება ვერ მოხერხდა, სამხედროებს ბჟენების ჩამაგრება გაუჭირდათ. ამ დროისთვის ჯერჯერობით უცნობია, განაახლებენ თუ არა რუსი სამხედროები ბოძების ჩამაგრებას მიმდებარე ტერიტორიაზე. ადგილზე შსს-ს წარმომადგენლები იმყოფებიან და სამხედროების ქმედებებს აკვირდებიან.
მედიაში გავრცელებული ერთი ინფორმაციით, სადემარკაციო სამუშაოები აქტიური სამოქალაქო პროტესტის ფონზე უკვე მესამე დღეა შეწყვეტილია. სხვა ცნობებით კი, აღნიშნულ პერიმეტრზე ქვაღორღიანი ნიადაგია და რუსმა სამხედროებმა სამუშაოები ხელსაწყოების უკმარისობის გამო შეაჩერეს.