საზოგადოება
ანდრო ბარნოვი: შსს-ს ვერსია „ჯიჰადის“ ვიდეოსთან დაკავშირებით ტყუილია“

androსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. შს სამინისტროს მიერ ე.წ. ჯიჰადის ვიდეოსთან დაკავშირებით ჩატარებული გამოძიება არადამაჯერებელია, - ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრო ბარნოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, შსს სხვადასხვა ვერსიას იგონებს, რათა საზოგადოება დააჯეროს, რომ აღნიშნული საქმის სრულად გამოძიება შეუძლებელია.

თუ ეს საქმე ერთი თვის წინ გახსნეს, რას ელოდებოდნენ? მარტო მე ამ თემაზე 5-6-ჯერ მქონდა ბრიფინგი ჩატარებული. ის ვერსია, რომელიც შს სამინისტრომ მოგვაწოდა, ტყუილია. როგორ შეიძლება ამის დაჯერება, ერთი თვის წინ გახსნეს საქმე და დაავიწყდათ? სინამდვილეში სულ სხვა ამბავია, მთავრობაში არის შიდა კონკურენცია და ამ ყველაფერში ჩვენ ვიჭყლიტებით", - აღნიშნა ანდრო ბარნოვმა.

ე.წ. ჯიჰადის ვიდეოს საქმეზე ბრალდებული ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება, - ამის შესახებ შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო გიორგობიანმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. 
შსს-ს ინფორმაციით, ჩოკუტაევი სოხუმში მობილური კავშირგაბმულობის ერთ-ერთ კომპანიაში მუშაობს.