საზოგადოება
უშიშროების სფერო ეროვნული უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებიდან გამოდის

1parlamentiსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს პარლამენტის იურიდიული კომიტეტის წევრები “უშიშროების საბჭოს შესახებ” კანონპროექტს განიხილავენ, რომლის მიხედვით საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, როდესაც ძალაში ახალი კონსტიტუცია შევა, უშიშროების საბჭოს ფუნქციები შეიცვლება.

კერძოდ, უშიშროების საბჭოს დაქვემდებარებიდან გამოდის უშიშროების სფერო და მხოლოდ თავდაცვის ნაწილი რჩება. ამასთან, უშიშროების საბჭო გადაწყვეტილებას ხმათა უმრავლესობით მიიღებს.

ზუსტად განისაზღვრა ეროვნული უშიშროების საბჭოს ფუნქციები, უფლებები, ვალდებულებები. ეს შემოიფარგლა, ძირითადად, სამხედრო აღმშენებლობისა და თავდაცვის უზრუნველყოფის საკითხებით. გარდა ამისა, ბუნებრივია, მას ექნება გარკვეული ფუნქციები საომარი მდგომარეობისას”, – განაცხადა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ.

პრეზიდენტს ექნება უფლება, მუდმივმოქმედი წევრების (პრეზიდენტი, პრემიერ–მინისტრი, თავდაცვისა და შს მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი) გარდა, მინისტრთა კაბინეტიდან სამი წევრი საკუთარი სურვილით დანიშნოს ან გაათავისუფლოს.