აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: „მოვუწოდებთ რუსეთს, მოშალოს ღობეები“
საქართველო, 3 ოქტომბერი,
საქინფორმი. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი შეშფოთებას გამოთქვამს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლთან რუსი სამხედროების მიერ ღობეებისა და სხვა ბარიერების აღმართვის გამო და რუსეთს მათი მოშლისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა
მარი ჰარფმა განაცხადა.
„ეს პროცესი არ შეესაბამება რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს და არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასევე, ზიანს აყენებს ორ მხარეს შორის ნდობას, სირთულეებს უქმნის საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრებ მოქალაქეებს. მოვუწოდებთ რუსეთს, მოშალოს ღობეები და საქართველოს კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხებით ჟენევის მოლაპარაკებებზე გამოვიდეს", - განაცხადა მარი ჰარფმა.