ლინას ლინკიავიჩუსი: „რუსეთის ზეწოლა მეზობლებზე დაუშვებელია“
საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის ზეწოლა მეზობლებზე საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში მას ლამაზად სულაც არ წარმოაჩენს, - ამის შესახებ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლინას ლინკიავიჩუსმა განაცხადა.
მისივე თქმით, ევროკავშირში ლიტვის თავმჯდომარეობის პერიოდში ქვეყანა ამოცანად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერას.
„რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე ზეწოლას ახორციელებს. სახელმწიფოებს კი თავისი თვალსაზრი აქვთ და თავად აირჩიეს განვითარების მიმართულებაც. სრულებით გაუგებარია, რა შუაშია აქ რუსეთი“, - განაცხადა ლინკიავიჩუსმა.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნები უკრაინა, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, აზერბაიჯანი და ბელარუსი არიან. სავარაუდოდ, ასოცირების შეთანხმებას უკრაინასთან, მოლდოვასა და საქართველოსთან მოეწერება ხელი.