აქტუალური
ირაკლი ალასანია შეხვედრებს გამართავს აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ეველინ ფარკასთან

aqtual-1-evelinსაქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სლოვენიაში გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრი  სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალში (SEDM) მიიღებს მონაწილეობას. მინისტერიალის ფარგლებში ირაკლი ალასანია ორმხრივ შეხვედრებს გამართავს  აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე ეველინ ფარკასთან და სლოვენიის თავდაცვის მინისტრ რომან იაკლიჩთან. საუბრის მთავარი თემა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები, ნატოში ინტეგრაცია და საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა იქნება.

აღნიშნულ ფორმატში ქართული მხარე 2006 წლიდან დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობს. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის ფორმატი  რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების ხელშეწყობას და მონაწილე ქვეყნების ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ემსახურება.