პოლიტიკა
საქართველო, 3 ოქტომბერი, საქინფორმი. 30 სექტემბერს ქუთაისის საარჩევნო შტაბის ოფისში შედგა ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა დარბაზის დაფუძნება.ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა ქუთაისის დარბაზის შექმნის იდეა “დემოკრატიული მოძრაბა – ერთიანი საქართველოს” და “სახალხო კრების” ქუთაისის ორგანიზაციების მხარდამჭერთა შორის გაჩნდა და ამის შესახებ ამ მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა ქეთევან იობიძემ ისაუბრა.
ნინო ბურჯანაძის ნდობით აღჭურვილ პირთა ქუთაისის დარბაზისა და საარჩევნო შტაბის მომავალი თანამშრომლობის გეგმები პრეზიდენტობის კანდიდატ ნინო ბურჯანაძის ქუთაისის საარჩევნო შტაბის უფროსმა ივლიანე ნაჭყებიამ წარმოადგინა.