პოლიტიკა
ანდერს ფოგ რასმუსენი: „რუსეთს მოვუწოდებ, აიღოს ბარიერები!“

andersსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი საქართველოში, ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ადმინისტრაციულ საზღვარზე მავთულხლართების გავლების გამო შეშფოთებულია,-ამის შესახებ ინფორმაცია ნატოს ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.

„გამოვთქვამ შეშფოთებას იმის გამო, რომ რუსეთი განაგრძობს ადმინისტრაციული ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესს საქართველოში. ეს ეწინააღმდეგება რუსეთის მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებებს და არ უწყობს ხელს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების პროცესს. ეს უარყოფით ზეგავლენას ახდენს ადგილზე არსებულ ვითარებაზე და მძიმედ აისახება საქართველოს იმ მოქალაქეებზე, რომლებიც ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს ცხოვრობენ. რუსეთს მოვუწოდებ, აიღოს ბარიერები", - განაცხადა ანდერს ფოგ რასმუსენმა.

ამასთან, განცხადებაში გამოთქმულია ნატოს მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების მიხედვით.

„მოვუწოდებთ რუსეთს, გააუქმოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოების აღიარება“, - აღნიშნულია განცხადებაში.