პოლიტიკა
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის კეტრინ ეშტონის პრესსპიკერის განცხადება საქართველოში ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ დაბრკოლებების აღმართვასთან დაკავშირებით

catherine-ashton1საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის/ევროკომისიის ვიცე- პრეზიდენტ კეტრინ ეშტონის პრესსპიკერმა დღეს შემდეგი განცხადება გაავრცელა:

"ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დიდ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის უშიშროების ძალების მიერ საქართველოში, ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიასა და აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებს შორის არსებული ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ ღობეებისა და სხვა დაბრკოლებების აღმართვის მიზნით საქმიანობის გაგრძელებასა და გააქტიურებასთან დაკავშირებით. ეს საქმიანობა არღვევს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, უქმნის მნიშვნელოვან სირთულეებს მოსახლეობას ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის ორივე მხარეს და წარმოშობს სერიოზულ გამოწვევას სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის ამ რეგიონებში.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, უზრუნველყოს ამ ბარიერების მოხსნა. ის კვლავ ადასტურებს ევროკავშირის მიერ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

2013 წლის 30 სექტემბერს საქართველოში სტუმრობისას ევროკავშირის პოლიტიკისა და უსაფრთხოების კომიტეტის წარმომადგენლები ეწვივნენ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას.

ბრიუსელი, 01 ოქტომბერი 2013 წ.“