პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: „ჯიჰადის" სახელით გავრცელებული ვიდეოს საქმე გახსნილია

jihadსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რომელიც მან გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა, "ჯიჰადის" სახელით გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებული საქმე გახსნილია. მინისტრის თქმით, აღნიშნულ საკითხზე  შინაგან საქმეთა სამინისტროში ბრიფინგი ხუთშაბათს გაიმართება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანის განმარტებით, „ჯიჰადის“ სახელით ვიდეოების გავრცელებაში ბრალდებულ პირს  წინასწარი პატიმრობა შეეფარდა, მისი ვინაობა კი საზოგადოებისთვის ხსენებულ ბრიფინგზე გახდება ცნობილი.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ 6 ივნისს youtube-ზე გავრცელდა ვიდეო სახელწოდებით – „ჯიჰადი ავღანეთში საქართველოს ჯარების წინააღმდეგ“. ვიდეო ISAF-ის მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მუქარას შეიცავს და მასში ქართველი ჯარისკაცები არიან ნაჩვენები.