აქტუალური
საქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ "ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია გუშინ, 1 ოქტომბერს, 13:00 საათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, ინსტიტუტების ნდობის რეიტინგში ეკლესია ლიდერობს.
4-ქულიანი შკალით კვლევის ფარგლებში გამოკითხულმა რესპონდენტებმა ეკლესიას 3,50 ქულა მიანიჭეს, მეორე ადგილს 3,24 ქულით - შეიარაღებული ძალები, მესამე ადგილს კი 3,04 ქულით პატრული იკავებს. კვლევის მიხედვით, შსს–ს რესპონდენტებმა 2,82 ქულა მიანიჭეს.