„ფსიქოპროექტი“: გიორგი მარგველაშვილი - 56,1%, დავით ბაქრაძე - 11.9 %
საქართველო, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. საკვლევ-საკონსულტაციო ცენტრ
"ფსიქოპროექტის" მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რომლის პრეზენტაცია გუშინ, 1 ოქტომბერს, 13:00 სათზე სასტუმრო "რედისონში" გაიმართა, პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის
56,1%-ით კოალიცია "ქართული ოცნების" კანდიდატი
გიორგი მარგველაშვილი ლიდერობს.
კვლევის თანახმად, მარგველაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატ დავით ბაქრაძეს, რომელსაც მხარს უჭერს რესპონდენტთა 11,9%, თითქმის 45%-ით უსწრებს. მესამე და მეოთხე ადგილებს იყოფენ - ნინო ბურჯანაძე 9,5%-ით და შალვა ნათელაშვილი 3,0%-ით. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 16–23 სექტემბრის პერიოდში საქართველოს 11 რეგიონში მიმდინარეობდა. შემთხვევითი შერჩევის მეთოდით 2 201 რესპონდენტი გამოიკითხა. შედეგების პრეზენტაცია "ფსიქოპროექტის" ხელმძღვანელმა ზურაბ ბიგვავამ გამართა, რომლის განცხადებით, სტატისტიკური ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 2,3%-ია.