საზოგადოება
„ქრონიკა+“: კუდის აგენტები „ქართულ ოცნებაში“ (გაგრძელება)

agentebiსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. „ქრონიკა+“-ის ინფორმაციით, რომელმაც გუშინ კიდევ ერთი სკანდალური მასალა გამოაქვეყნა სპეცსამსახურებთან ქართველი მაღალჩინოსნების თანაშრომლობის შესახებ, ამჯერად გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტებში ჩანერგილ კონფიდენტებად ირინა იმერლიშვილი და ზაქარია ქუცნაშვილი სახელდებიან.

„შსს კოსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტს, მე, ზაქარია ომარის ძე ქუცნაშვილი, დაბ. 1972 წლის 13 თებერვალს, პ/ნ 01024023012 , თანახმა ვარ, კონფიდენციალობის დაცვით ვითანამშრომლო საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მივაწოდო საჭირო ინფორმაცია ოპერატიულად საინტერესო ობიექტთა შესახებ“, - აღნიშნულია გრიფით „საიდუმლო“ დოკუმენტში.

„ი. იმერლიშვილი თანახმაა, ჩვენი დავალებათა შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს მიაწოდოს ცნობები ოპერატიულად საინტერესო ობიექტთა შესახებ. ცნობების მოწოდება მოხდება პ/კ-ს მეშვეობით და ან  წინასწარი შეთანხმებით კონსპირაციულ ობიექტზე“, - ნათქვამია მოხსენებით ბარათში, რომელსაც მეგის ქარდავას ხელმოწერა აქვს.

ცნობის საიდუმლო დანართში კი, რომლის ადრესატი საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტია, ნათქვამია, რომ ირინე იმერლიშვილი თანახმაა თანამშრომლობაზე.

„მე, ირინე იმერლიშვილი, დაბ. 1971 წლის 29 იანვარს, პ/ნ  01024003484,  თანახმა ვარ, კონფიდენციალობის დაცვით ვითანამშრომლო საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ოპერატიულ სამსახურთან და შეძლებისდაგვარად,  მივაწოდო შესაბამისი ცნობები ოპერატიულად საინტერესო სადაზვერვო ობიექტთა შესახებ“, - ნათქვამია კონფიდენტის მიერ ხელმოწერილ დანართში.

იმერლიშვილის განმარტებით, რომელსაც აღნიშნულმა გამოცემამ კომენტარის გაკეთება სთხოვა, „ეს არის სრული ზღაპარი“და დოკუმენტს მისი ხელმოწერა არ აქვს.

„მე შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, თუკი რამე არსებობს,  ექსპერტიზა და ა. შ.,  ყველგან შეიძლება შევამოწმოთ დოკუმენტები… მარტივად შეიძლება ამის დასაბუთება და დადასტურება“, - განაცხადა იმერლიშვილმა.

cnoba-imerliSvili danarti-imerliSvili