საზოგადოება
„ქრონიკა+“: კუდის აგენტები “ქართულ ოცნებაში”

agentebiსაქართველო, 2 ოქტომბერი, საქინფორმი. გასულ კვირას გაზეთმა „ქრონიკა პლუსმა“ გამოაქვეყნა დოკუმენტები იმ გარიგებათა თაობაზე, რაც, გამოცემის თქმით, მთავრობის მეთაურისა და ქართველი ხალხის ზურგსუკან მიმდინარეობდა.

აღნიშნული დოკუმენტების მიხედვით, საქართველოს პარლამენტის წევრი კოალიცია „ქართული ოცნებიდან“ ალი მამედოვი და პარტია "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრი ალი ბაბაევი გადაბირებული იქნენ და დათანხმდნენ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან თანამშრომლობაზე. ცნობებს მამედოვისა და ბაბაევის გადაბირების თაობაზე კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილის ვაჟა ლელუაშვილის რეზოლუცია ადევს.

ცნობაში მითითებულია, რომ: „მოქ. ალი მამედოვის გადაბირება მოხდა ყოველგვარი ზეწოლის გარეშე და მას ჩაუტარდა წინასწარ მცირე ინსტრუქტაჟი“.

„მე, ალი ფოლადის ძე მამედოვი, დაბ. 1971 წლის 23 ნოემბერს, პირადი ნომრით 28001009673 , თანახმა ვარ ვითანამშრომლო საქართველოს შსს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან, და მოგაწოდოთ ცნობები დავალებათა შესაბამისად,  კონფიდენციალობის დაცვით.  აგრეთვე,  თანახმა ვარ, შევასრულო  თქვენს მიერ წარმოდგენილი დავალებები და ამით შევასრულო  ჩემი მოქალაქეობრივი მოვალეობა სახელმწიფოს წინაშე.

თანხმობას თანამშრომლობის თაობაზე ვადასტურებ ჩემი ხელმოწერით“, - ნათქვამია შესაბამის საიდუმლო დანართში.

რაც შეეხება პარტია „ქართული ოცნების“ წევრ ალი ბაბაევს, მისი პირად კონტაქტზე აყვანის შესახებ ცნობაში ნათქვამია, რომ მისი გადაბირება მოხდა „მცირე ფინანსურ დარღვევათა ამსახველი დოკუმენტაციის გამოყენებით“ და იგი იღებს ვალდებულებას ოპერატიულად მიაწოდოს კუდ-ს საინტერესო ინფორმაცია „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, ასევე, მოახდინოს სახელმწიფო ინტერესების გატარება პოლიტიკურ პარტიაში. ცნობას ერთვის ბაბაევის მიერ ხელმოწერილი წერილობითი თანხმობა დანართის სახით.

„მე, ალი ალაზის ძე ბაბაევი, დაბ. 1954 წლის 8 აგვისტოს, პირადი ნომრით 01003007913, საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, თანახმა ვარ კონფიდენციალურობის სრული დაცვით  ვითანამშრომლო კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტთან და მივაწოდო ინფორმაცია პოლიტიკურ პარტია“ქართულ ოცნებაში“  მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით“, - ნათქვამია დანართში.

cnoba-babaevi mamedovi-cnoba
danarti-babaevi mamedovi-danarti