შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე ორი პირი დააკავა
საქართველო, 2 ოქტომბერი,
საქინფორმი. თბილისის მთავარი სამმართველოს უბნის ინსპექტორების სამმართველოს თანამშრომლებმა თბილისში, ქინძმარაულის ქუჩაზე მდებარე სასტუმრო
,,მწვანე სასტუმროს“ მესაკუთრე - 1982 წელს დაბადებული
თამარ ყ. და ამავე სასტუმროს ადმინისტრატორი - 1976 წელს დაბადებული
თამარ მ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები გასამრჯელოს სანაცვლოდ ქალებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ. სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სახით დაკითხეს.
გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).