უცხოეთი
ამერიკის მთავრობამ მუშაობა შეწყვიტა

pravitelstvo-usaსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. აშშ-ის ფედერალურ სახელმწიფო დაწესებულებებს დაფინანსება შეუწყდათ, რის გამოც ფედერალურმა მთავრობამ მუშაობა შეაჩერა. დაფინანსების შეწყვეტა კონგრესის ორ პალატას შორის ბიუჯეტთან დაკავშირებით შორის უთანხმოებას უკავშირდება. წარმომადგენლობით პალატაში რესპუბლიკელების უმრავლესობამ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის მიერ ინიცირებული ჯანდაცვის რეფორმის განხორციელების ერთი წლით გადადება მოითხოვა. სენატმა კი, სადაც უმრავლესობაში დემოკრატები არიან, აღნიშნული ქმედების საპასუხოდ ბიუჯეტის პროექტი ჩააგდო. მხარეებს შორის კომპრომისის მიღწევის ვადა უკვე ამოიწურა და ფედერალურმა ორგანოებმაც საქმიანობის ეტაპობრივად შეჩერება დაიწყეს. კომპრომისის მიღწევამდე ფედერალური მთავრობის 800 ათასი თანამშრომელი აუნაზღაურებად შვებულებაში იქნება, სახელმწიფო დაწესებულებები კი მოქალაქეებს აღარ მოემსახურებიან. ეს პასპორტების და ვიზების გაცემასაც ეხება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების, მათ შორის ავიადისპეტჩერთა და ბირთვული არსენალის შემნახველი სამსახურის დაფინანსება გაგრძელდება. აშშ-ში უკანასკნელი 17 წლის  განმავლობაში  ეს ფედერალური მთავრობის დათხოვნის პირველი შემთხვევაა.

ამერიკაში ფინანსური წელი 1 ოქტომბერს იწყება, ბიუჯეტის დამტკიცება ვერ ხერხდება, რესპუბლიკელები კატეგორიულად მოითხოვენ ხარჯების შემცირებას და პირველ რიგში ობამას სოციალური პროგრამების შეჩერებას. ამის შესრულება თეთრ სახლს პრინციპულად არ შეუძლია - ეს კი  ამომრჩევლების წინაშე დემოკრატების სრული საჯარო კაპიტულაციას ნიშნავს. სამშაბათიდან 800 000 სახელმწიფო მოხელე იძულებით გავა შვებულებაში, შეწყდება ახალი მოთხოვნების მიღება სოცდახმარებებზე, იპოთეკურ  და მცირე ბიზნესის შეღავათიან სესხებზე, დაიკეტება ნაციონალური პარკები და მუზეუმები. საგანგებო საბიუჯეტო პირობებში იმუშავებს არმია, პოლიცია, სპეცსამსახურები. ექსპერტების პროგნოზით, ამ არეულობას წლის ბოლომდე შეეწირება ქვეყნის საერთო პროდუქტის ზრდის 1 პროცენტი. ამ კატასტროფის თავიდან აცილების შანსი ჯერ კიდევ არის, თუ ორშაბათს დაგეგმილ კონგრესის ზედა პალატის სხდომაზე შეთანხმების მიღწევა მოხერხდა.