სამართალი
სერგეი ნარიშკინი: „რუსეთი მეზობელ ქვეყნებზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს!“

nariSkinსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. დიცისა და დვანის მოვლენები განხილვის მთავარი თემაა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დღევანდელ სესიაზეც. სხდომაზე სიტყვით გამოვიდა რუსეთის ფედერაციის დუმის სპიკერი სერგეი ნარიშკინი და ქართული დელეგაციის წევრებმა მას სწორედ ამ თემაზე დაუსვეს კითხვები. ნარიშკინმა თავის ნახევარსაათიან გამოსვლაში საკმაოდ ვრცლად ილაპარაკა სხვადასხვა პრობლემაზე, თუმცა საქართველო და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არ უხსენებია. თუმცა, ამ თემაზე რფ-ის სათათბიროს სპიკერს მაინც მოუხდა საუბარი მას შემდეგ, რაც სიტყვით გამოსვლა დაასრულა და ევროპელმა დეპუტატმა მას შეკითხვა დაუსვა:

„ბატონო თავმჯდომარე, რუსეთი ახორციელებს სხვადასხვა ბერკეტით ზეწოლას მეზობელ ქვეყნებზე, სომხეთზე, აზერბაიჯანზე, უკრაინაზე, მოლდოვაზე, ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორია. უკავშირდება თუ არა ეს ვილნიუსის სამიტს, სადაც ამ ქვეყნების ევროკავშირთან დაახლოების საკითხი წყდება?“

„ყველა ქვეყანა, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, სუვერენული სახელმწიფოებია. ამიტომ გადაწყვეტილება მათმა მოსახლეობამ და მთავრობებმა უნდა მიიღონ, თუ სად სურთ გაწევრიანება. რუსეთი მათზე არანაირ ზეწოლას არ ახდენს“, - განაცხადა პასუხად ნარიშკინმა.