აქტუალური
ტოივო კლაარი: „ბოლო პერიოდში ე. წ. საზღვრის გავლებამ ინტენსიური ხასიათი შეიძინა“

toivo-3საქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა პრესკონფერენცია გამართა. ტოივო კლაარმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ოკუპირებულ ტერიტორიებთან შექმნილ ვითარებაზე, ევროკავშირის მისიის მუშაობის დეტალებსა და ეფექტიანობის გაზრდაზე ისაუბრა და დვანში განვითარებული მოვლენები შეაფასა. მან ასევე მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტების გამო, რომლებიც საზღვრისპირა რეგიონში ხდება, კერძოდ, ეს ეხება ადამიანის უფლებების დარღვევასა და ადამიანების გატაცებას.

„ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს სასაზღვრო ზოლთან არსებულ ვითარებას. ბოლო პერიოდში ე. წ. საზღვრის გავლებამ ინტენსიური ხასიათი შეიძინა, რაც უარყოფით გავლენას ახდენს და ზიანს აყენებს ადგილობრივების ყოველდღიური ცხოვრების რიტმსა და მათ თავისუფალ გადაადგილებას.

ჩვენ ასევე ვმუშაობთ, რომ კარგი კომუნიკაცია არსებობდეს სასაზღვრო ზოლის ორივე მხარეს შორის ჩვენი ცხელი ხაზის დახმარებით, რათა პოტენციური ინციდენტები თავიდან ავიცილოთ“, - განაცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალმა ხელმძღვანელმა.