აქტუალური
ნინო ბურჯანაძე: „ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მე აღვადგენ ქვეყანაში სამართლიანობას“
akt-2-nina-burjსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. საპრეზიდენტო კანდიდატი ნინო ბურჯანაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გუშინ სამტრედიის მოსახლეობას შეხვდა. „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ადგილობრივთა პრობლემების მოსმენის შემდეგ, შეკრებილ საზოგადოებას საარჩევნო პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ დღეს სამტრედიაში ამდენი ადამიანი დაგვხვდა, ასე თბილად და გულწრფელი მოლოდინით. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ადამიანების მხარდაჭერა. მათი მხარდაჭერით დარწმუნებული ვარ, რომ გავიმარჯვებ. ჩემი მთავარი გზავნილი არის ის, რომ მე აღვადგენ ქვეყანაში სამართლიანობას. სამართლიანობა იქნება ყველგან და ყველასთვის. მე შეძლებ, რომ აღვადგინო ჩატეხილი ხიდები აფხაზ და ოს ძმებთან და დებთან. მე შევძლებ იმას, რომ ქვეყანა სწორ გზაზე დავაყენო“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.