სამართალი
შსს-მ ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

samart-1-Sss-mსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 1987 წელს დაბადებული კონსტანტინე ხ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით თბილისში, წერეთლის გამზირზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი ჩხრეკისას „ა-კა-ეს“ მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 28 საბრძოლო ვაზნა და ერთი მჭიდი ამოიღეს.

კონსტანტინე ხ. აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს სსსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით.