პოლიტიკა
პრემიერი ივანიშვილი: „ამდენი ხნის ლოდინის შემდეგ ჩემი იდეა განხორციელდა - შევქმენით „თანაინვესტირების ფონდი“, რომლის დღევანდელი კაპიტალი გახლავთ 6 მილიარდი ამერიკული დოლარი“

polit-3-mtav-fondiსაქართველო, 1 ოქტომბერი, საქინფორმი. 30 სექტემბერს საქართველოს პრემიერ–მინისტრი თანაინვესტირების ფონდის“ პრეზენტაციას დაესწრო. როგორც სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა აღნიშნა, "თანაინვესტირების ფონდის" დაარსებით საქართველოში კაპიტალის ზრდის საშუალება დიდი იქნება და ხელი შეეწყობა ეკონომიკის აღმავლობას. "თანაინვესტირების ფონდის პარალელურად ჩვენ ვაფუძნებთ ვენტურულ ფონდს, რომელიც ინოვაციურ პროექტებს დააფინანსებს. ჩვენ საპარტნიორო ფონდის ბაზაზე დავაფუძნებთ სუვერენულ ფონდს, რომელიც იქნება უფრო დახვეწილი და გასაგები ინვესტორებისთვის. სამივე ფონდის დაფუძნება აუცილებლად დამატებით სტიმულს მისცემს საქართველოში ინვესტიციების შემოდინებას. ეს არ არის საკმარისი, აუცილებელია ეკონომიკური სტაბილურობა, რომ ბიზნესი იყოს დამოუკიდებელი. ვაპირებ ბიზნესმენებთან შეხვედრას, ბიზნესი საქართველოში უნდა იყოს ხელშეუხებელი", – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

polit-3-qvem-fondi