უცხოეთი
ობამასთან საუბრისათვის ირანის პრეზიდენტს კვერცხები დაუშინეს
prez-iranaსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის შეერთებული შტატებიდან დაბრუნებულ ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანის, რომელიც ნიუ–იორკში გამართული გაეროს გენასამბლეიდან თეირანში  დაბრუნდა, კონსერვატორები შეძახილებით - „სიკვდილი ამერიკას“ დახვდნენ და მას ფეხსაცმელი და კვერცხები დაუშინეს. მიმდინარე კვირას, გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას, ჰასან როუჰანიმ განაცხადა, რომ მზადაა, მისი ქვეყნის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები აწარმოოს. მოგვიანებით აღნიშნულ საკითხზე იგი ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა, ეს ამერიკის და ირანის ლიდერებს შორის 1979 წლის შემდეგ პირველი საუბარი იყო.