რელიგია
ილია II: „ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას!“

obS-rel-3-omiსაქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. 27 სექტემბერს სამების საკათედრო ტაძარში წირვის დასრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა ილია მეორემ აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და აფხაზეთის ომის გმირი ჟიული შარტავა გარდაცვალების შემდეგ წმიდა გიორგის ორდენით დააჯილდოვა.

ჯვართამაღლების დღესასწაულის დღეს და სოხუმის დაცემის 20 წლისთავზე უწმიდესმა ქადაგებისას აფხაზეთის ომის შესახებ ისაუბრა და მოიხსენია ლორიკ მარშანია, იური ანუა, მღვდელ-მონაზონი ანდრია, გურამ გაბისკირია და სხვები.

სანთელი ილევა, ესენი კი დაუსრულებელი ანთებული სანთლებია.
მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დიდი თავდადებისა და ღვაწლისათვის ჟიული შარტავა დაჯილდოვდეს წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. ეს ჯილდო მის ოჯახს გადაეცემა. ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული!”, – აღნიშნა უწმიდესმა.

ეკლესიის კიდევ ერთი  უმაღლესი ჯილდო, წმინდა ნინოს ოქროს ორდენი პატრიარქმა აფხაზეთის უმაღლეს საბჭოს მიანიჭა, რომელიც იბრძვის საქართველოს ერთიანობისათვის. პატრიარქის თქმით, ამ ჯილდოს ტარების უფლება ექნება უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, შესაბამისად, ეს ჯილდო პატრიარქმა გია გვაზავას გადასცა.

ჩვენ დღეს ვლოცავთ არა მარტო ქართველებს, არამედ აფხაზებსაც, სხვა ერის წარმომადგენლებს. მე კიდევ მინდა ვთქვა, რომ ეს ხელოვნურად დაწყებული ომი იყო და ქართველები და აფხაზები გრძნობენ ამას!”, -აღნიშნა უწმინდესმა.

უწმიდესმა ახალი ინიციატივის შესახებაც ბრძანა. მისი თქმით, 23 მაისს, წმინდა მოციქულ სვიმონ კანანელის ხსენების დღეს, რომელიც აფხაზეთშია დაკრძალული, “აფხაზეთობას” აღნიშნავენ.