საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. ცოტამ თუ შეამჩნია, რომ 2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომათა დარბაზში ნიუ–იორკში შარვლის გახსნილი უბით შევიდა.
საქინფორმი ქვემოთ მკითხველს წარმოუდგენს 6 სტოპ–კადრს, რომლებზეც სააკაშვილი სხდომათა დარბაზში შედის (რათა გენასამბლეის 68–ე სესიაზე მოხსენებით გამოვიდეს) და შარვალს გზადაგზა იკრავს.
შემდეგმა 6–მა სტოპ–კადრმა აღბეჭდა სააკაშვილი, რომელიც, სანამ ტრიბუნაზე ავა, რეგლამენტის მიხედვით სცენის წინ სკამზე ჯდება. მათზე ჩანს, როგორ იყურება სააკაშვილი შეშფოთებით დარბაზში – ვინმემ ხომ არ შენიშნა მისი კონფუზი?ბოლო 3 სტოპ–კადზე ჩანს, რომ სანამ სკამიდან ადგება და ტრიბუნაზე ავა, აგრეთვე, ტრიბუნაზე ასული და გამოსვლის დაწყების შემდეგაც კი ის ისევ ამოწმებს – შემთხვევით შარვლის უბე ხომ არ გაიხსნა, ბოლომდე შეიკრა თუ არა?
რით შეიძლება ამ ფაქტის ახსნა? ნუთუ ექსტრემალურ პირობებში სექსის დიდად მოყვარული სააკაშვილი ზედ გამოსვლის წინ ტუალეტში სექსით იყო დაკავებული და სიჩქარეში უბის შეკვრა ვერ მოასწრო, როცა ყველგან, ბუფეტსა და ტუალეტშიც კი დაყენებული დინამიკებიდან გაიგონა, რომ დარბაზში თავმჯდომარემ უკვე მისი გვარი გამოაცხადა?
გამორიცხული არ არის, მაგრამ მთელი ეს ცირკი, ისევე როგორც თავად მისი გამოსვლა გენასამბლეაზე, უფრო სააკაშვილმა ჩაიფიქრა გარკვეული მიზნებით, კონკრეტულად:
სააკაშვილს უნდა, სიბრალული გამოიწვიოს და ამიტომ საგანგებოდ თამაშობს საცოდავ, პუტინისგან განაწყენებულ შეშლილს: შარვლის გახსნილი უბის ეპიზოდს მთელი მსოფლიოსთვის უნდა ეჩვენებინა, რომ სააკაშვილი – უფრო შეურაცხადია, ვიდრე ჩანს, დარბაზში გენასამბლეის სხდომაზე, სადაც მოხსენებით უნდა გამოვიდეს, გახსნილი შარვლით შესვლა და უბის გზადაგზა, ყველას დასანახავად შეკვრა ხომ მხოლოდ უიმედო გიჟს შეუძლია!
სააკაშვილს ესმის, რომ 27 ოქტომბრის შემდეგ, როდესაც საპრეზიდენტო იმუნიტეტს დაკარგავს, მას პრემიერ–მინისტრ ზურაბ ჟვანიას მკვლელობისთვის დააპატიმრებენ (უშუალო მონაწილეობის, ორგანიზების ან დაფარვისთვის), შეშლილების გასამართლება კი არ შეიძლება!
ის, რომ სააკაშვილს 27 ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაუყოვნებლივ დააპატიმრებენ, 2 დღის წინ დაუდასტურა ტელეკომპანია „Дождь“-ს ჟვანიას ქვისლმა – გაქანებულმა მიშისტმა, მერაბიშვილის ფანატმა და ჟოპ–ის (ჟურნალისტი ოლეგ–ოლგა პანფილოვის) მეგობარმა, „Эхо Москвы“-ს „ჟერნალისტმა“ მატვეი განაპოლსკიმ.
და შემთხვევითი არ არის, რომ 27 სექტემბერს – გაეროში სააკაშვილის გამოსვლის მეორე დღეს – საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა ირინა იმერლიშვილმა და ზურაბ აბაშიძემ ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შეიტანეს კანონპროექტი, რომლის მიხედვით საქართველოს მოქალაქეებს შესაძლოა საქართველოდან გასვლა სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებში აეკრძალოთ. „სახელმწიფოსა და მისი ყოველი მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, კომპეტენტური ორგანო უფლებამოსილია საქართველოდან პირის დროებითი გასვლის შეზღუდვასთან დაკავშირებით დასკვნის გამოტანისათვის, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს პირის ტერორისტულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობით“, – ნათქვამია, კერძოდ, კანონპროექტში.
ხოლო იმაში, რომ სააკაშვილი უზარმაზარი ინფორმაციის მატარებელია, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ გამოიყენებს, თუ გაქცევას შეძლებს (ისევე, როგორც არც ისე დიდი ხნის წინ უნდოდა ტერორისტების და ტელეკომპანია „ПИЕ“-ის დახმარებით ჩრდილოეთ კავკასია აეფეთქებინა, რათა რუსეთი დაეშალა), ეჭვი არავის ეპარება.
და ბოლოს – თავად გამოსვლის მიზნის შესახებ, რომელსაც პროსააკაშვილურმა ქართულმა მედიამ და სააკაშვილის დასპონსორებულმა ტელეკომპანია „Дождь“-მა შემთხვევით როდი უწოდეს სასწრაფოდ „ისტორიული“ და „სააკაშვილის ბოლო გამოსვლა გაეროში პრეზიდენტის რანგში“. ეს კი ნიშნავს, რომ თუ სკანდალური პრეზიდენტის აზროვნების „ევროპულობა“ და „გლობალურობა“ (რომლებმაც განაპოლსკი ესოდენ აღაფრთოვანა!) დასავლეთში სათანადოდ იქნება დაფასებული, მაშინ სააკაშვილი გაეროში გამოსვლას მომავალშიც შეძლებს, მაგრამ უკვე არა პრეზიდენტის, არამედ, ვთქვათ, გაეროს შტატიანი თანამშრომლის რანგში.
ტელეარხმა „Дождь“-მა, რომელმაც „ПИК“-ისგან ესტაფეტა გადაიბარა, შესაშური ოპერატიულობით (ყველა ქართულ მედიასაშუალებაზე ადრე, საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე ადრეც კი!) გადათარგმნა და განათავსა გაეროს გენასამბლეის 68–ე სესიაზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის სრული ტექსტი რუსულ და ინგლისურ ენებზე, აგრეთვე დაამზადა კლიპი სინქრონული თარგმანით რუსულ ენაზე. თუმცა მიხეილ სააკაშვილის გამოსვლის „სრული“ ტექსტიდან ამოღებული იქნა ფრაზა: „გული მერევა, როდესაც „კაგებე“-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე!“, რომელიც არ გამოეპარა არც ერთ მსოფლიო მედიასაშუალებას, მათ შორის – BBC–ს.
საქინფორმი