აქტუალური
შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურმა სამხედროები დალოცა, მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. მან საქართველოს თავდაცვის მინისტრს ქართველ სამხედროებთან შეხვედრისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ისლამის წესების გაცნობა თითოეულ სამხედროს მისიის შესრულებისას გამოადგება.
ქართველ სამხედროებთან ერთად „ჯუმა მეჩეთში“ შეიხის ლექციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია და გაერთიანებული შტაბის უფროსი, პოლკოვნიკი ირაკლი ძნელაძე დაესწრნენ.