პუბლიკაციები
საერთაშორისო კონფერენციის „XIX საუკუნის კავკასიური ომი: Realpolitik და „მეხსიერების ომები“ მონაწილეთა შემაჯამებელი განცხადება (ანკარა, 2013 წლის 30 სექტემბერი)

poli-1-anal-1საქართველო, 30 სექტემბერი, საქინფორმი. საერთაშორისო კონფერენციის – „XIX საუკუნის კავკასიური ომი: Realpolitik და „მეხსიერების ომები“ ანკარა, 2013 წლის 30 სექტემბერი – მონაწილეთა შემაჯამებელი განცხადება.

„ჩვენ, რუსეთის, თურქეთის, საქართველოს, აფხაზეთის, აზერბაიჯანის სამეცნიერო წრეების, ექსპერტთა საზოგადოების, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების წარმომადგენლები, მივესალმებით XIX საუკუნეში კავკასიის რეგიონის ისტორიის შესწავლის ახალი სამეცნიერო–საექსპერტო მოედნის შექმნას.

გამართული საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში ჩვენ განვიხილეთ ისტორიული წარსულის სადისკუსიო მხარეები, უახლესი გამოკვლევები, სხვადასხვა ქვეყნისა და რეგიონის ისტორიკოსთა თანამშრომლობის სიძნელეები და პერსპექტივები.

შესაძლებლად მიგვაჩნია გავაკეთოთ რიგი დასკვნები, რომლებიც, თუმცა აკადემიურ სფეროში დევს, შესაძლოა საინტერესო იყოს იმ დისკუსიებისთვის ჩვენი საერთო ისტორიის შესახებ, რომლებიც საზოგადოებაში იმართება.

კონფერენციის მონაწილეები გამოდიან იქიდან, რომ კავკასიის ისტორია იმ პერიოდში, რომელსაც ჩვენ შევეხეთ, უზარმაზარი სირთულით, მრავალფეროვნებით, დრამატიზმით გამოირჩევა. ფუნდამენტური სოციალური და ეკონომიკური ტრანსფორმაციების გადაჯაჭვა, დინამიკურად ცვლადი იდენტობებისა და ჯგუფების ურთიერთქმედება და დაპირისპირება ხდებოდა რეგიონში იმ ეპოქის უმძლავრესი სახელმწიფოების მეტოქეობის ფონზე.

კავკასიის ისტორია იმდენად მდიდარი და ლეგენდარულია, რომ ხშირად წარმოადგენს ნიადაგს ზოგჯერ გულწრფელი შეცდომებით, ზოგჯერ კი პოლიტიკური კონიუნქტურით  წარმოშობილი თანამედროვე მითებისთვის. თანამედროვე ისტორიული მეცნიერება განწირულია თანაარსებობისთვის იმასთან, რასაც ინგლისურენოვანი ავტორები „folk-history“–ს უწოდებენ. ისტორიულ მასალაზე ასეთი მითშემოქმედება, რომელიც თავისთავად იმდენადვე უწყინარია, რამდენადაც უსარგებლო, შესაძლოა „მეხსიერების ომებად“ გარდაიქმნას, თუ ის საუნივერსიტეტო აუდიტორიებში აღწევს და თუ მის გამოყენებას არაკეთილსინდისიერი პოლიტიკოსები იწყებენ.

ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ „მეხსიერების ომების“ წინააღმდეგ საშუალება – პროფესიონალიზმი და ღია აკადემიური დისკუსიაა. ვვარაუდობთ, რომ პროფესიონალი ისტორიკოსისადმი საკვანძო მოთხოვნა – ეს არის იმ მოვლენათა როგორც რეგიონული, ისე გლობალური კონტექსტის ცოდნა, რომლებსაც ის შეისწავლის.

კავკასიის ომის ისტორიაში არაერთი ტრაგიკული ფურცელი იყო. სამწუხაროდ, ბევრმა რეგიონმა, რომლებიც თავისი დროის უმსხვილესი სახელმწიფოების მეტოქეობის ველი აღმოჩნდნენ, მსგავსი ბედი განიცადეს, სასტიკი ლოკალური ომების და მასობრივი მიგრაციების ჩათვლით. XIX საუკუნის კავკასიის ისტორია კიდევ იმით არის გართულებული, რომ ამ ასწლეულში მსოფლიო უფრო შეკრული და ერთიანი ხდებოდა, ვიდრე წინა ეპოქაში იყო – და ეს საერთაშორისო მეტოქეობას უფრო ინტენსიურს და მწვავეს ხდიდა.

კავკასია რუსეთის იმპერიისთვის არა მარტო პოლიტიკური, არამედ კულტურული გამოწვევაც გახდა. სწორედ XIX საუკუნეში ის დამკვიდრდა კავკასიის სახელმწიფოდ და დაიწყო მოქალაქეობის და ახალი კულტურული პრაქტიკების გავრცელება სხვა გარემოში, რომელიც თანდათან მისი ხდებოდა. კავკასია გახდა და დღემდე გამოდის რუსული მრავალფეროვნების და კულტურული სიმდიდრის უმნიშვნელოვანეს სათავედ.

არსებობს პოლიტიკური კონიუნქტურისაგან დამოუკიდებელი ერთობა რუსეთის და კავკასიის ყველა ხალხის ინტერესებისა, რომლებიც ერთანირად არიან დაინტერესებული მშვიდობაში, ხანგრძლივ სტაბილურობასა და წარმატებულ განვითარებაში.

ადიღეელების და რუსეთში, თურქეთში, სირიაში, იორდანიაში, ისრაელში, აფხაზეთში და სხვა ქვეყნებში მცხოვრები სხვა კავკასიელი ხალხების ძმური კავშირების შენარჩუნება და განვითარება შეიძლება გახდეს წინაპირობა შავი ზღვის და ახლო აღმოსავლეთის რეგიონებში მომავალი კეთილმეზობლური ურთიერთობებისთვის.

ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ისტორია შესაძლებელია და უნდა გახდეს ნიადაგი არა მტრობისა და დაყოფისთვის, არამედ გულწრფელი დაინტერესებული დიალოგის და კულტურული გაცვლისთვის.

ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს კოლეგა ისტორიკოსებს ასეთი დიალოგისკენ, რომელიც წარსულის შთაგონებულ და ღრმა შესწავლაზე იქნება დაფუძნებული.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ სწორედ პოლიტიკური კონიუნქტურისგან თავისუფალი მეცნიერული პროფესიონალიზმი შეიცავს საკუთარ თავში ყველაზე მყარ და პატიოსან მოქალაქეობრივ პოზიციას.

ანკარა, 2013 წლის 30 სექტემბერი“