უცხოეთი
სააკაშვილმა საერთაშორისო თანამეგობრობას შესთავაზა, რეაგირება მოახდინოს მისი ქვეყნის ოკუპაციის გაგრძელებაზე, რომელიც დასახლებული პუნქტების – დიცისა და დვანის მახლობლად სამხრეთ ოსეთის საზღვრის დემარკაციაში გამოიხატება. ამასთან, საქართველოს ლიდერმა, რომლის უფლებამოსილებანი მალე ამოიწურება, იწინასწარმეტყველა, რომ მისი ქვეყნის ახალი ხელმძღვანელობაც ვერ შეძლებს რუსეთთან ურთიერთობის მოწესრიგებას.
ახლა საქართველოში შიშობენ, რომ პრეზიდენტის გამოსვლა რუსეთთან ურთიერთობის მყიფე ბალანსს დაარღვევს, თუმცა, ამასთან, აცხადებენ, რომ სააკაშვილს რაღაცებში ეთანხმებიან.
„არსებულ პრობლემებს საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღება უდავოდ უნდა მიეპყროს, განსაკუთრებით სამხრეთ ოსეთის საზღვართან ქართული სოფლებისთვის შემოვლებული მავთულხლართების საკითხის გათვალისწინებით, - განუცხადა „იზვესტიას“ საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძემ, – თუმცა ასეთ რიტორიკას შეუძლია შეაფერხოს ჩვენივე პრობლემების გადაჭრა. რუსეთის კონსტრუქციული ჩართულობის, ამ საკითხებზე რუსეთისა და დასავლეთის პოზიტიური დიალოგის გარეშე არაფერი გამოვა. ასეთ გამოსვლებს კი გაღიზიანების ელემენტი შეაქვს, მით უფრო, რომ ურთიერთობა ისედაც დაძაბულია“.