საზოგადოება
NDI: საქართველოს პატრიარქი - 94%, პრემიერი ივანიშვილი - 69%

mowoneba-ndiსაქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის მორიგი კვლევის შედეგებს აქვეყნებს. NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 18 აგვისტოდან 3 სექტემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 3,838 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. კვლევის შედეგების ცდომილება ორ პროცენტს არ აღემატება.

გამოკითხვის თანახმად, მოწონების რეიტინგში 94 პროცენტით პირველ ადგილზე კვლავ საქართველოს პატრიარქია. მას 69 პროცენტით მოსდევს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი; მესამე ადგილზე, 60 პროცენტით, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია; მეოთხე ადგილზე კი, 56 პროცენტით, კოალიცია „ქართული ოცნების“ პრეზიდენტობის კანდიდატი გიორგი მარგველაშვილი.

კითხვაზე, ვის ისურვებდით საქართველოს მომდევნო პრეზიდენტად, გამოკითხულთა 39%-მა გიორგი მარგველაშვილი დაასახელა, 18%-ით მეორე ადგილზეა დავით ბაქრაძე, ხოლო  ნინო ბურჯანაძე 7%-ით – მესამეზე. ხმათა 3-3% ერგოთ შალვა ნათელაშვილსა და გიორგი თარგამაძეს.

NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.