საზოგადოება
გამოკითხვის თანახმად, მინისტრების საქმიანობის შეფასების რეიტინგში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ლიდერობს. ალასანიას საქმიანობას 11% - ძალიან კარგად, 38% - კარგად , ხოლო 7% საშუალოდ აფასებს. შს მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას 9% - ძალიან კარგად, 34% - კარგად, საშუალოდ კი 39% აფასებს. იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის საქმიანობას 10% - ძალიან კარგად, 33% - კარგად, ხოლო 36% საშუალოდ აფასებს.
ჩატარებული კვლევის მიხედვით, სახელმწიფო უწყებებს შორის მოსახლეობაში ყველაზე მაღალი ნდობით ქართული ჯარი სარგებლობს. რესპონდენტთა 12% ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად, 46% – კარგად, 29% – საშუალოდ, 2% კი ცუდად აფასებს.
NDI–ის კვლევას შვედეთის განვითარების სააგენტო აფინანსებს და კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი ატარებს.