სამართალი
სვიატოსლავ ა. მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. სვიატოსლავ ა. და მისმა თანმხლებმა გიორგი ტ. ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს.
სვიატოსლავ ა. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი – არარეგისტრირებული ერთლულიანი სანადირო თოფი ამოიღეს.
სამართალდამცველებმა ოლეგ გუცანის ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს.
დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო აწარმოებს.