სამართალი
შსს-მ ძებნილი დააკავა

samartali-2საქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა 1965 წელს დაბადებული დავით ტ. რუსთავში დააკავეს.

აღნიშნული პიროვნება 2000 წლის 26 აგვისტოდან იძებნებოდათბილისის დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მიერ სსსკ-ის 108-ე, 109-ე და 236-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის: ორი მოქალაქის განზრახ მკვლელობის, ერთი მოქალაქის მკვლელობის მცდელობისთვის, რომლებიც მასთან კომერციული საქმიანობით იყვნენ დაკავშირებული და ასევე, იარაღის უკანონო ტარებისთვის.

ამჟამად დაკავებული სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაშია შესახლებული.

გამოძიება სსსკ-ის 108-ე,109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.