შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე 7 ადამიანი დააკავა
საქართველო, 27 სექტემბერი,
საქინფორმი. შსს-მ თანამშრომლებმა
პროსტიტუციისათვის ადგილის გადაცემის ბრალდებით
ქუთაისში დააკავეს
სასტუმრო „ვიქტორია“-ს მესაკუთრე
არჩილ ტ. და ადმინისტრატორი
მარინა ლ., სასტუმრო
,,კოსმოსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე
ნანა ა., სასტუმრო
„ლუქსი“-ს ადმინისტრატორ-მესაკუთრე ნუნუ ს. და სასტუმრო
„ბაკური“-ს ადმინისტრატორი
ნორა ს. სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს ქუთაისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე
საუნის ადმინისტრატორი და მესაკუთრე - როზა ტ. და ოთარ კ.
ბრალდებულები გარკვეული პერიოდის განმავლობაში, გასამრჯელოს სანაცვლოდ, ქალბატონებს პროსტიტუციისთვის ადგილს უთმობდნენ.
სამართალდამცველებმა სასტუმროში მომუშავე ქალბატონები მოწმის სტატუსით უკვე დაკითხეს. გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ფაქტზე მიმდინარეობს.