აქტუალური
შსს-მ დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

aqtual-2-mtსაქართველო, 27 სექტემბერი, საქინფორმი. შსს-ს თანამშრომლებმა 1976 წელს დაბადებული რომან რ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა სენაკში, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ეზოში მდებარე დამხმარე ნაგებობის ჩხრეკისას, ნაგებობის ჭერში დამალული სამგზავრო ხელჩანთიდან დიდი ოდენობით ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა: „ა-კა-ემ“-ის მოდელის 2 და „ა-კა-ეს“-ის მოდელის 2 ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი 11 მჭიდით და 193 საბრძოლო ვაზნით, უცხოური წარმოების 1 პისტოლეტი 1 მჭიდითა და 3 საბრძოლო ვაზნით, ასევე, კომბინირებული სანადირო თოფი ამოიღეს.

დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიებას სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს სენაკის რაიონული განყოფილება აწარმოებს.

aqtual-2-qvem