საზოგადოება
სააკაშვილი: „რუსეთი ღაფავს სულს და ნახავთ, რამდენიმე წელიწადში სად იქნება!“

1-sazz-3საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ  ნიუ–იორკში, უკანასკნელად პრეზიდენტის რანგში, მიხეილ სააკაშვილმა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. თავის 35-წუთიან გამოსვლაში მან აღნიშნა:

ახლა ვნახოთ, სად არის რუსეთი. რუსეთი ღაფავს სულს და აგერ ვარ მე და აგერ ხართ თქვენ - ნახავთ, რამდენიმე წელიწადში სად იქნება! სუფთა ეკონომიკური მონაცემებით... დღეს ველაპარაკებოდის  სწორედ უკრაინის პრეზიდენტ იანუკოვიჩს, გააორმაგა თითქმის უკრაინამ გაზის წარმოება, 2016-2017 წლებში კი უკრაინას მთლიანად ექნება თავისი გაზი, ფიქალური გაზის ხარჯზე. ეს ნიშნავს, რომ „გაზპრომის“ პოზიციები მთლიანად მოისპობა ევროპაში.

2008 წელს „გაზპრომი“ ფლობდა ევროპული ბაზრის პრაქტიკულად 40 %-ს, ჰქონდა ახალი დიდი საბადოები, ნავთობის ფასი იყო ისტორიულ რეკორდულ მაქსიმუმზე და რასაც ჰქვია, პუტინს ცა ქუდად არ მიაჩნდა და დედამიწა - ქალამნად!

დღეს რა ხდება? „გაზპრომი“ ჩამოვიდა სადღაც 22-23%-ზე და უკრაინა როდესაც ამას გააკეთებს, ჩამოდის სადღაც 14 %-ზე მაქსიმუმ. ეს ნიშნავს იმას, რომ მთავარი მათი იარაღი მონოპოლიზაციის და დომინაციის მათი ხელიდან, პრაქტიკულად, გამოცლილია!“