პუბლიკაციები
პეტრე მამრაძე: „2008 წლის შემოდგომაზე სააკაშვილმა დასახა რუსეთის დაშლის გეგმა და ამ პროცესის დაწყებას ჩრდილო კავკასიიდან გეგმავდა! სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ იგი დაშლას რუსეთის ტელეკომპანია „ПИК“-ს მეშვეობით“

1-pres-18საქართველო, 26 სექტემბერი, საქინფორმი. 2013 წლის 25 სექტემბერს თბილისში, სასტუმრო „BETSY’S HOTEL”-ის საკონფერენციო დარბაზში, არასამთავრობო ორგანიზაცია ისტორიულმემკვიდრეობისორგანიზებით სამეცნიერო–პრაქტიკული კონფერენცია ჩერქეზების გენოციდის აღიარება: მიზანი და შედეგები გაიმართა.

კონფერენციის მთავარი მომხსენებლები - ქართველი მეცნიერები, საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები, პუბლიცისტები, ჟურნალისტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები – მოწვეული სტუმრების წინაშე აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით  მოხსენებებით წარდგნენ.

კონფერენციაზე სტუმრის სტატუსით იმყოფებოდა ედუარდ შევარდნაძის და მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს სახელმწიფო კანცელარიის  ყოფილი უფროსი და საქართველოს პარლამენტის ყოფილი წევრი ბატონი პეტრე მამრაძე, რომლის გამოსვლამ კონფერენციის მონაწილეთა დიდი ინტერესი გამოიწვია, რადგანაც ის პრეზიდენტის კანცელარიაში მუშაობის დროს შიგნიდან ადევნებდა თვალს მიმდინარე მოვლენებს. მან დეტალურად გაიხსენა, თუ როგორ რეაგირებდა საქართველოს პრეზიდენტი სხვადასხვა საკითხზე და როგორ ცდილობდა, რუსეთისთვის სამაგიერო გადაეხადა.

პეტრე მამრაძე: „მე მქონდა საშუალება, ამ პროცესებს შიგნიდან დავკვირვებოდი.

მე გამოვაქვეყნე წიგნი „08.08.08“, რომელშიც დეტალურად არის ასახული, თუ რა ჩაიდინა სააკაშვილმა 2008 წელს, მანამდე და მას შემდეგ. მიხეილ სააკაშვილი ჩემი რეკომენდაციით დაინიშნა კავსაძის კომიტეტში და ვიყავი ძალიან დაახლოებული მასთან, ამიტომაც პასუხს ვაგებ ყველა სიტყვაზე, რასაც ვიტყვი.

პირველი: 2007 წლის შემოდგომის და 2008 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ მის გუნდში არ არსებობდა ისეთი ადამინი, რომელსაც შეეძლო მისი ახირებების და სრულიად უაზრო, კონტრპროდუქტიული, მავნე მოქმედებების შეკავება. ასეთ ვითარებაში რაციონალური აზრის ძიება იყო შეუძლებელი.

მინდა გითხრათ, რომ აგვისტოს მეორე ნახევარში სააკაშვილმა გულში ჩაიდო რევანში რუსეთის წინააღმდეგ და იგი გეგმავდა, რომ ახალგორის რაიონში ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია, იქიდან განედევნა რუსი სამხედროები და დაებრუნებინა ახალგორის რაიონი. გთხოვთ, წარმოიდგინოთ ვითარება - ტანკები დგას იგოეთთან და ყველგან, ამ დროს კი სააკაშვილი წარმატებით ატარებს ოპერაციას ახალგორში, სადაც შეაგზავნიდა სპეციალურ რაზმს... ხომ წარმოგიდგენიათ, ამას რა მოჰყვებოდა?! მერე აღმოჩნდა, რომ იგივეს გეგმავდა კასპშიც. ჩვენი ჩარევით ეს არ მოხდა.

ამის შემდეგ მან 2008 წლის შემოდგომაზე დასახა რუსეთის დაშლის გეგმა. მან ეს გამოუცხადა უცხოელ დიპლომატებს, რამდენჯერმე თქვა საჯაროდ, ხოლო 2009 წლის თებერვალში პარლამენტში ბრძანა, რომ იგიცხვირიდან ძმარს ადენდარუსეთს. სააკაშვილმა ვიწრო წრეებში არაერთხელ განაცხადა, რომ იგი დაშლიდა რუსეთს და ამ პროცესს ჩრდილო კავკასიიდან დაიწყებდა. 2007 წლის ივლისში სააკაშვილი იჯდა თავის კაბინეტში რუკის ფონზე და ამბობდა, რომ ახლა აიღებდა ცხინვალს, 2 საათში აიღებდა ჯავას, გადაკეტავდა როკის გვირაბს და მერე ამერიკაც და რუსეთიც უნდა შეეგუონ ახალ რეალობას. ძალიან განაწყენებული იყო ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რომელიც უკრძალავდა ამ გეგმის განხორციელებას. 2009 წელს ერთერთმა ცნობილმა რუსმა მოღვაწემ მითხრა, რომ ამერიკელი პარტნიორები ყოველთვის აფრთხილებდნენ რუსებს სააკაშვილის მილიტარისტული აგრესიული მისწრაფებების შესახებ, ასე მოხდა 2008 წლის ივლისშიც, კონდოლიზა რაისის ვიზიტის შემდეგ, ამერიკელებმა რუსებს უთხრეს, რომ ისინი აფრთხილებდნენ სააკაშვილს შესაძლო შედეგებზეც და გააფრთხილეს, რომ არ ჩაერეოდნენ ამ საკითხში, მაგრამ ამერიკელები იმის გარანტიას ვერ იძლეოდნენ, რომ ეს ადამიანი, თავისი ფსიქიკით, არ დაიწყებდა საომარ მოქმედებებს აფხაზეთში ან სამხრეთ ოსეთში.

სააკაშვილმა თავისი გეგმის განხორციელება მაინც დაიწყო. ჯეიმსტაუნის ფონდი მთლიანად დაფინანსებულ იქნა პრეზიდენტის მიერ. მათ დაიწყეს პირდაპირი კავშირის დამყარება ჩრდილოკავკასიელი ხალხების იმ ჯგუფებთან, რომელთც რუსეთიდან გამოყოფა უნდოდათ. ამ დავალებით საქართველოს პარლამენტიდან გაიგზავნა შესაბამისი წერილები, საიდანაც უარყოფითი პასუხები მიიღეს.

ამის გარდა, დაიწყეს ჩრდილოკავკასიელი ხალხების დიასპორებთან კონტაქტების დამყარება, სადაც ვერ ნახეს თანამოაზრეები. აამუშავეს ტელეკომპანიაПИК“-. სააკაშვილი ხშირად ამბობდა, რომ იგი რუსეთის დაშლას ამ ტელეკომპანიით აპირებდა, რამაც ასევე უკუშედეგი გამოიღო. შეერთებული შტატები ძალიან გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ ჩრდილოკავკასიელი ხალხებისთვის უვიზო რეჟიმი იქნა დაწესებული. მაშინ პირველად ვნახე ამერიკის ელჩი საქართველოში ჯონ ბასი ასე გაცეცხლებული, რადგან მან საყვედური მიიღო საკუთარი ხელმძღვანელობისაგან.

გენოციდის აღიარებაც, რა თქმა უნდა, რუსეთის დისკრედიტაციისთვის იქნა მიღებული. მე ვარ ცოცხალი მოწმე იმისა, რომ არ დარჩა ევროპელი დიპლომატი და ამერიკელი ჩინოვნიკი, რომელმაც ქილიკით არ მკითხა, თუ როგორ ვაპირებდით სომხეთისთვის აგვეხსნა, რომ მათი გენოციდი საქართველოს პარლამენტმა არ განიხილა. სააკაშვილს უნდოდა ერთი რამ, რომ როგორმე გაეღიზიანებინა პირადად პუტინი.

ჩემს გამოსვლას ლინკოლნ მიტჩელის სიტყვებით დავასრულებ: „პუტინს 2003 წლის შემოდგომაზე  საქართველოში სპეციალური დავალებით რომ გამოეგზავნა კადრის აგენტი, ისიც კი ვერ გაართმევდა თავს უკეთ დავალებას, ვიდრე ეს გააკეთა მიხეილ სააკაშვილმა“.