საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატები ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას შეხვდნენ

1-Sexvedra-kandidatebisსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტობის კანიდადატები გიორგი მარგველაშვილი, დავით ბაქრაძე, ნინო ბურჯანაძე, გიორგი თარგამაძე და შალვა ნათელაშვილი დღეს დილიდან რიგრიგობით ხვდებიან ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას. შეხვედრიდან გამოსული კანდიდატების განცხადებით, საუბრის მთავარი თემა წინასაარჩევნო გარემო იყო.

ჩვენ ვისაუბრეთ საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობაზე, ვუთხარი, რომ არ ვადარებთ ამ არჩევნებს 2012 წლის არჩევნებს, რადგან არ ვედრებით სააკაშვილის სისტემას და რეჟიმს. ჩვენ ვედრებით ევროპას. ამიტომაც გვინდა, რომ ევროპის სტანდარტებით შეხედონ ამ არჩევნებს და რაც ჩასასწორებელი ან ანგარიშგასაწევია, სწორედ მაღალი ევროპული სტანდარტებით ვიმსჯელოთ ამაზე", - განაცხადა ქართული ოცნების პრეზიდენტობის კანდიდატმა გიორგი მარგველაშვილმა.

"ჩვენი კოლეგები ევროსაბჭოდან განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან იმ ძალადობის შემოტევებით, რომელსაც ადგილი აქვს წინასაარჩევნო კამპანიისას. მე იმედი მაქვს, რომ ხელისუფლება ადეკვატურად მიუდგება მათ შეშფოთებებს და მოვახერხებთ ქვეყნისთვის გამოსადეგი არჩევნების ჩატარებას", - აღნიშნა დავით ბაქრაძე.

„კანდიდატებს არ აქვთ თანაბარი პირობები საარჩევნო გარემოს თვალსაზრისით. მე ვარ ჩაყენებული დისკიმინაციულ მდგომარეობაში, როდესაც „ქართული ოცნების“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატებს აქვთ ძალიან ბევრი პრივილეგიები, მათ შორის, თავისუფალი საეთერო დრო და რეკლამა. მე ამის საშუალება და უფლება არ მაქვს", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.