აქტუალური
„ევრაზიული არჩევანისა“ და „თავისუფალი ზონის“ წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა

1-dapirispirსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ორი ურთიერთ დაპირისპირებული - „ევრაზიული არჩევანისა" და „თავისუფალი ზონის" აქციათა მონაწილეებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
„თავისუფალი ზონის" წევრებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენის მსურველთა აქციას მოღალატეთა აქცია უწოდეს და მავთულხლართები გაუბეს.

სანამ საქართველოს ტერიტორია არის ოკუპირებული. სანამ არ დატოვებენ ქვეყნის ტერიტორიას რუსი ჯარისკაცები მანამდე ყოველთვის შევეწინააღმდეგებით მსგავს პოლიტიკას. ეს იყო ჩვენი პროტესტი და მავთულხლართები გავუბით იმ ადამიანებს, ვინც ამის მომხრეა და ასეთ ადამიანებს ეკრძალებათ საქართველოში ყოფნა“, - განაცხადა „თავისუფალი ზონის" ერთ-ერთმა წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, „ევრაზიული არჩევანის" წარმომადგენლებმა „თავისუფალი ზონის" წევრები მშვიდობიანი აქციის ჩაშლაში დაადანაშაულეს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მათი დასჯის მოთხოვნით მიმართეს.