პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ევროპის სახალხო პარტიის დელეგაციას შეხვდა

1-evropartiaსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა შეხვედრა გამართა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) დელეგაციასთან. პრემიერმა მადლობა გადაუხადა სტუმრებს იმ მხარდაჭერისათვის, რაც ევროპარლამენტის 12 სექტემბერის რეზოლუციაშია ასახული, რომელიც მოუწოდებს რუსეთს შეწყვიტოს შემდგომი ზეწოლა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებზე და პატივი სცეს მათ სუვერენულ უფლებას – თავად აირჩიონ საკუთარი პოლიტიკური კურსი. ბიძინა ივანიშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა შეშფოთება რუსეთის მიერ საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მავთულხლართების გავლების პროცესის გამო. გუშინდელ შეხვედრაზე მხარეებმა 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ ისაუბრეს და გამოთქვეს იმედი, რომ არჩევნები სამართლიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.

1-evropartia-2