პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა

1-evrodelegaciaსაქართველო, 25 სექტემბერი, საქინფორმი. გუშინ შეხვედრა გაიმართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო დელეგაციასთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლების მოწვევის საკითხს. პრემიერის განცხადებით, საქართველოს მთავრობა უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს 2013 წლის ოქტომბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნების გამჭვირვალე, თავისუფალ და სამართლიან გარემოში ჩატარებას. მისივე თქვით, ამ მიზნით, 2013 წლის ივლისის დასაწყისში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საქართველოს პარლამენტმა მოიწვიეს შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციები, საპარლამენტო ასამბლეები და ავტორიტეტული არასამთავრობო ინსტიტუტები, რომლის საპასუხოდ მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR), ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მოავლინონ საერთაშორისო დამკვირვებლები. აქვე ბიძინა ივანიშვილმა მწუხარება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ისევ და ისევ სერიოზული პრობლემები იქმნება ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების თვალსაზრისით და რომ წინასაარჩევნო კამპანია მიმდინარეობს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ განხორციელებული უკანონო ქმედებების ფონზე . „ეს კი შეუძლებელს ხდის იქ მცხოვრები მოსახლეობის წინასაარჩევნო პროცესში ჩართულობას და ლახავს მათ უფლებებს“, – დასძინა პრემიერ–მინისტრმა.

1-evrodelegacia-2