უცხოეთი
მურატ ჯიოევი: „სამხრეთ ოსეთს საქართველოს ტერიტორიის არც ერთ მეტრზე პრეტენზია არა აქვს“

1-ne-posyagaet-4საქართველო, 24 სექტემბერი, საქინფორმი. საქართველოსთან სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის მოწყობის სამუშაოები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე მიმდინარეობს საზღვრის ხაზიდან გარკვეული მანძილის მოშორებით. ამის შესახებ ზნაურის რაიონის დასახლებული პუნქტი მუგუთის მახლობლად ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა პოსტკონფლიქტური დარეგულირების საქმეში მურატ ჯიოევმა განუცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ხსენებული სამუშაოების მიმდინარეობისას სამხრეთ ოსეთს „პრეტენზია არა აქვს საქართველოს ტერიტორიის არც ერთ მეტრზე, ისევე როგორც თავისი ტერიტორიის არც ერთი მეტრის დათმობას არ აპირებს მისთვის“.

„რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის ხაზის გავლების განსაზღვრის სამუშაოები სამხრეთ ოსეთის კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს“, - განაცხადა რწმუნებულმა და იქვე დააზუსტა, რომ სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი ემთხვევა ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის საზღვრებს საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში.

„ჩემთვის გაუგებარია ის აჟიოტაჟი, რომელსაც ქართული მხარე საზღვარზე მიმდინარე სამუშაოების გარშემო ქმნის, რადგან ისინი ჩვენს ტერიტორიაზე მიმდინარეობს“, - განაცხადა ჯიოევმა.